„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს

180

პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებთან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს, პლენარულ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით გავა. მისი თქმით, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მიღწეულია.

„კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვამ გვაჩვენა, რომ პრინციპული საკითხები არ არსებობს, რომელიც უკვე არ შეთანხმდა. რა თქმა უნდა, დარჩება საკითხები, რომელიც ვერ შეთანხმდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პარტიების ერთობლივი შრომის შედეგი, მთავარია, რომ მის არსსა და პრინციპებზე ვთანხმდებით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.