ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისთვის აუქციონში გამარჯვებული 8 750 000 გადაიხდის

396

შპს ,,აჭარის პროექტების მართვის” კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონი შედგა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა.

„აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება შემხებლობაში სტადიონის მართვასთან.

ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს და უნდა მოიცავდეს სიტყვა ,,არენას”. საბოლოო დამტკიცებისთვის სახელი სტადიონის მესაკუთრეს უნდა წარედგინოს “, – ნათქვამია ინფორმაციაში.