კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და 7 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემა სრულად განაახლა.
„ჯივიპის” ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვლა 5 კმ სიგრძის წყალსადენისა და 2 კმ სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, საკვანძო ჭები და ჰიდრანტები მოეწყო.
„ჯივიპიმ“ სარეაბილიტაციო პროექტში 6.4 მლნ. ლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ბოლო ეტაპის გადაერთებითი სამუშაოები დღეს, 24 ივნისს ჩატარდება. შედეგად, მანჯგალაძის და მიმდებარე ქუჩებზე აბონენტების მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.