რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბაზე საცურაო სეზონი არ გაიხსნება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "რუსთავსერვის ცენტრის" ხლმძღვანელმა რევაზ გოგიძემ განუცხადა.
გოგიძემ მიზეზად წყლის შეუსაბამო მდგომარეობა დაასახელა. მისი თქმით, ტბაში შესვლა მხოლოდ წყლის ველოსიპედებით შეიძლება.
"ტბაში მხოლოდ წყლის ველოსიპედების გამოყენება შეიძლება. ტბაში არ არის შესაბამისი პირობა, თუ ვინმე შედის დაცვის წევრები და წყლის ველოსიპედის ინსტრუქტორები უკრძალავენ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გოგიძემ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ზურა ლომიძე დაინიშნა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ერთი წლის განმავლობაში აღნიშნულ პოზიციაზე ხელმძღვანელი მესამედ შეიცვალა. რაც შეეხება ბაკურიანს, აღნიშნული პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია, მოვალეობას ტრისტან მეხრიშვილი ასრულებს.
თავდაპირველად, ტბის თემის ერთეულში მერის წარმომადგენელი 2020 წლის აგვისტოში შიცვალა, მაშინდელი ხელმძღვანელი მერაბ იობაშვილი ბორჯომის პარკის დირექტორად გადაიყვანეს, მის პოზიციაზე კი გოჩა სტეფნაძე დანიშნეს.
მიმდინარე წლის აpრილში სტეფნაძის...
დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში: იდუმალაში, ოშორასა და ოთაში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება- მშენებლობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის, რომლის ღირებულება 6 8500 000 ლარია, გათვალისწინებულია სასმელი წყლის სრული რეაბილიტაცია.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,კომფორტმშენ XXI" აწარმოებს.
ცნობილია, ვის შეეძლება უფასოდ მგზავრობა ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით, - ამის შესახებ ინფორმაციას შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტი" ავრცელებს.
ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას შეძლებენ:
ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები
ბათუმში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის...
ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარიმო სანქციების ამნისტია მომხდარიყო.
„ეს გადაწყვეტილება მიიღება გუნდური გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საბჭოზე იყო განხილული ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა და საბჭომ ერთობლივად ჩათვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის...
ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდათ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, შიდა აუდიტი დაავადადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, კონკრეტული მითითებები კი დღეს გახდება ცნობილი.
„ვაქცინები არსად გამქრალა, ჩვენ დროულად გავაკეთეთ ვაქცინების მობილიზება იმ მნიშვნელოვანი პაციენტებისთვის, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა 10-12 კვირაზე ვაქცინაციის პროცესის უწყვეტობა.
შიდა აუდიტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა...
წარმოუდგენელია არათანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ადამიანები, ვინც გადაიხადა ჯარიმები და ვისაც არ გადაუხდია - ვისაც არ გადაუხდია, უნდა ეპატიოს და ვინც გადაიხადა, ეს თანხა უნდა დაუბრუნდეთ,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი პრემიერის განცხადებას პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმების გაუქმების თაობაზე.
მისი თქმით, ეს ინიციატივა ჯარიმებთან დაკავშირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ დაარეგისტრირა.
"შესაბამისად, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, რომ მომხდარიყო ამ ადმინისტრაციული ჯარიმების გაუქმება და...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ღრუბლების გავლით მშვენიერ რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში ვარ. ეს ტერიტორია მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება. მოუთმენლად ველოდები დღეს აქ მოსახლეობასთან შეხვედრას და ამ ულამაზესი რეგიონის უკეთესად გაცნობას“, – წერს კარლ ჰარცელი.
ევროპელი დიპლომატი სოციალურ ქსელში შაორის ტბაზე მეულღესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე" ვიდეოკონფერენციის ფორმატით ტარდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ფორუმის მასპინძელი და ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტი; თანაორგანიზატორი - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ღონისძიების მხარდამჭერები არიან: USAID-ის პროგრამა „დემოკრატიული მმართველობის ინციატივა“; გერმანიის საერთაშორისო დახმარების პროგრამა „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“; პარტნიორი ორგანიზაციები: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაცია...
2012 წლიდან ეს არის გავრცელებული პრაქტიკა და რა გაგიკვირდათ? - ასე ეხმიანება „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე პრემიერის მიერ გაკთებულ განცხადებას პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების გაუქმების თაობაზე. გრიგოლ ვაშაძე ამ ფაქტს მოსყიდვად აფასებს.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფოს მოქალაქეებს ჭკუა, სინდისი და ზრუნვა გვაქვს ამ სახელმწიფოზე. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მონაწილეობა მივიღოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა დაადგეს ნორმალური განვითარების გზას. ჩვენ...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილვა მიმდინარეობს.
სესიის დაწყებამდე, საპარლამენტო სუბიექტებს შორის კონსულტაციების გამართვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი.
საკანონმდებლო პაკეტში განსაკუთრებული სიახლე სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. კერძოდ, არსებულთან შედარებით, 2021 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფრო მეტად პროპორციული იქნება - თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში,...
სულ ვცდილობ ნაკლები ვილაპარაკო ანაკლიაზე, თქვენი მთავრობის მეოხებით, მამუკა ხაზარაძეს კი არ წაართვეს ანაკლია, წაართვეს ინვესტორებს, 80 მილიონი დოლარი ამ ხალხმა, ჩემი ნდობით, ამ ქვეყნის ნდობით კოფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში ჩადო, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იმიტომაა კვლავ ღარიბი ქვეყანა, რადგან დიდი პროექტები, რომელიც დაიწყო, ყველა გაჩერდა.
„რატომ ვართ ღარიბი...
ნებისმიერ ამნისტიაში თავისი არსით არის უსამართლობის მარცვალი. ამნისტია ერგება სამართალდამრღვევს და ასეთ დროს გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კოვიდპანდემიის განმავლობაში კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული ადამიანების ამნისტიას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობას ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არ ჰქონია.
„საბოლოო ჯამში, კოვიდმა სხვადასხვა ფორმით გვაზარალა ადამიანები, მათ შორის სამართალდამრღვევებიც და როცა ეს პროცესი...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა დამენიას განცხადებით, ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების მთავარი მიზანი წანასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა.
როგორც ლაშა დამენიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის წნეხის მოსახსნელად გადასახადები უნდა დაწიოს. მისი შეფასებით, ჯარიმების გაუქმება მეორეხარისხოვან თემას წარმოადგენს.
„პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლების მოსყიდვა კვლავ დაიწყოს, თუმცა აქ მთავარი უნდა ითქვას, „ევროპული საქართველო“...
წინა სტატია
ახლა ამის დაანონსება საარჩევნო ელფერს იძენს. ამომრჩევლის გულის მოგებისთვის კეთდება და არასწორ, არათანაბარ პირობებში აყენებს იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე ჯარიმები გადაიხადა, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით შეზღუდვების დარღვევის გამო დაჯარიმებული ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.
მისივე თქმით, ჯარიმები მოსახლეობისთვის ყოველთვის დიდ ტვირთს...
ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად რეკომენდაციები კვლავ დაიცვან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ყურადღება პირბადის ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვასა და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავებას გაუსვა.
„ჩვენ ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მივცეთ ეკონომიკას და ამავე დროს ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება. ამიტომ, რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































