2012 წლიდან ეს არის გავრცელებული პრაქტიკა და რა გაგიკვირდათ? – ასე ეხმიანება „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე პრემიერის მიერ გაკთებულ განცხადებას პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების გაუქმების თაობაზე. გრიგოლ ვაშაძე ამ ფაქტს მოსყიდვად აფასებს.
„ჩვენ, როგორც სახელმწიფოს მოქალაქეებს ჭკუა, სინდისი და ზრუნვა გვაქვს ამ სახელმწიფოზე. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მონაწილეობა მივიღოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა დაადგეს ნორმალური განვითარების გზას. ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის კრიზისი, რაც გვაქვს ეკონომიკაში, უსაფრთხოების კუთხით, საბავშვო ბაღად მოგვეჩვენება,“ – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფიზიკური და იურიდიური პირები, რომლებიც შეზღუდვების გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.