ირაკლი კობახიძე: საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ჯარიმებზე ამნისტია სექტემბერში გამოცხადდებოდა

312

ნებისმიერ ამნისტიაში თავისი არსით არის უსამართლობის მარცვალი. ამნისტია ერგება სამართალდამრღვევს და ასეთ დროს გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კოვიდპანდემიის განმავლობაში კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული ადამიანების ამნისტიას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობას ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა არ ჰქონია.

„საბოლოო ჯამში, კოვიდმა სხვადასხვა ფორმით გვაზარალა ადამიანები, მათ შორის სამართალდამრღვევებიც და როცა ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, სახელმწიფოს მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული. საარჩევნო მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს სექტემბერში გაკეთდებოდა და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ.