ცნობილია, ვის შეეძლება უფასოდ მგზავრობა ბათუმის მუნიციპალური ავტობუსით, – ამის შესახებ ინფორმაციას შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტი” ავრცელებს.
ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას შეძლებენ:
- ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები
- ბათუმში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში
- ბათუმის საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები
- ბათუმის საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები
- ბათუმის საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები
- ბათუმის საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები
- ბათუმის საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება თვეში არ აღემატება 625 ლარს
- საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება თვეში არ აღემატება 625 ლარს
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება თვეში არ აღემატება 625 ლარს
- ბათუმის საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები
- ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები
- ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული ვეტერანები
- ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები
- სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა–მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრი
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები
ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნულოვანი ტარიფით მგზავრობის მიუხედავად, მუნიციპალურ ტრანსპორტში ბარათის გატარება სავალდებულოა.