რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ღრუბლების გავლით მშვენიერ რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში ვარ. ეს ტერიტორია მომდევნო წლებში ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იქნება. მოუთმენლად ველოდები დღეს აქ მოსახლეობასთან შეხვედრას და ამ ულამაზესი რეგიონის უკეთესად გაცნობას“, – წერს კარლ ჰარცელი.
ევროპელი დიპლომატი სოციალურ ქსელში შაორის ტბაზე მეულღესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.