საქართველოში იაპონიის საელჩო ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში ყოველ წლიურად საგრანტო კონკურსს აცხადებს. წელს ეს პროექტი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად, რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად. კონკურსთან დაკავშირებით იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ონლაინ შეხვედრა საქართველოს რეგიონების რწმუნებულებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს. იაპონიის საელჩო თანამშრომლობს რეგიონულ თემებთან, რათა გამოავლინოს საჭიროებები და დაგეგმოს...
2018-2021 წლებში, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 43 პირის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია: სხვისი კუთვნილი ქონების მითვისებისა და გაფლანგვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, სხვისი კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი...
ბათუმის მერის მოვალეობის შემასრულებლის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და შეადგენს 204 მილიონ 800 ათას ლარს. „ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და რისკების ეფექტურმა მართვამ, გამჭვირვალე საპრივატიზებო და საინვესტიციო გარემოს შექმნამ, მკვეთრად გააუმჯობესა ეკონომიკური აქტივობები, რამაც შედეგად მოგვცა ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა. რამდენიმე დღის წინ, დამტკიცდა აჭარის ა.რ. ბიუჯეტი, რომელიც აღემატება 414 მილიონ ლარს და...
ბოლო ერთ წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო. რა თქმა უნდა სამწუხაროა, გლობალურმა პანდემიამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე. გარდა ჰუმანიტარული კრიზისისა, პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზეც მძიმედ აისახა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს...
ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ სოფელ სადგერის ტერიტორიიდან მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების გადატანასთან დაკავშირებით, „ენერგო–პრო–ჯორჯიამ“ შეცდომაში შეიყვანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მუნიციპალიტეტის პირველი პირის თქმით, 2020 წლის მარტში, ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ეგონა, რომ კომპანია ადგილობრივების ნაკვეთებიდან ყველა ანძას გაიტანდა, რაც  ასე არ მოხდა. „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ რვა ანძიდან მხოლოდ ოთხი გადააქვს. „ახლა როცა იგივე შეკითხვა „ენერგო–პრო ჯორჯიას წარმომადგენელთან...
გორის მუნიციპალიტეტის მერია იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამაში კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი იაპონიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებული ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა, რომელიც მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად და რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე...
ეკონომიკური სტაბილურობისა და სიძლიერისთვის აუცილებელია რეგიონების განვითარება და ადგილებზე ახალი სამუშაოების შექმნა. ყველა დიდი თუ მცირე პროექტი სწორედ რეგიონების გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ემსახურება. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონების გაზიფიცირება და წყალმომარაგება – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, გეგმაზომიერად ახორციელებენ სოფლისა და...
2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წელს მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული წვდომა ლიცენზირებულ და ხარისხიან წყალმომარაგებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა. „ჩვენი გუნდისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვაა. მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჰაერის დაბინძურების...
საქართველოს პროკურატურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში 2018-2021 წლების განმავლობაში 106 აუდიტის ანგარიში მიიღეს, რის საფუძველზეც გამოძიება - 91 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 73 სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში - 1 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო ფინანსთა სამინისტროს...
პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 6 მილიარდ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. „პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი გეგმის მიხედვით დაფინანსდება 1300 ახალი საწარმო და 400 სასტუმრო, რომელთა...
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას იწყებს. როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან ოჯახებს საშუალება ექნებათ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლონ. „ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით. ამით შეიქმნან, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები....
ახალციხეში, ადიგენის ქუჩაზე, N20-სა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები სასმელი წყლის გარეშე არიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარების თხოვნით საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიას უკვე მიმართეს, თუმცა  უშედეგოდ, კომპანიაში კი გვიმტკიცებენ, რომ პრობლემის შესახებ არაფერი იციან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ეკა მაისურაძე ადიგენის ქუჩის მცხოვრებია. მას სასმელი წყალი მოშორებით მცხოვრები მეზობლებისგან მოაქვს. „ვინც გვამარაგებს, მათ მივმართეთ  და იყვნენ კიდევაც მოსულები, გვეუბნებიან, რომ აუზი სავსეა, წყალს უშვებენ,...
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში საწვავის ხარჯვის ზუსტ რაოდენობას ვერ არკვევენ. ამის გამო, ექსპერტთა ჯგუფი დაიქირავეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჯირკველიშვილმა კომპანია "დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის’’ წევრებს დაავალა, რომ თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, სვლა-გეზის მიხედვით, საწვავის ხარჯი დაადგინონ. "გაგვიწიეთ საექსპორტო მომსახურება საწვავის ხარჯვის დადგენაზე სვლა-გეზების მიხედვით, 3 მოდელის, NAVIGO FL ვტობუსის და 3 მოდელის KENT C ავტობუსის...
კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, ასევე ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ კულტურის სფეროში შემდგომი 10 წლის განმავლობაში გაწერილია ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართულ კულტურაზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. „ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, შემოქმედებითი...
სწორად მიმართული ინვესტიციებით გავაუმჯობესებთ სახელმწიფო და საერთაშორისო გზების მდგომარეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება 31 მილიარდი ლარი. „2012-დან დღემდე ჩვენ ავაშენეთ 151 კილომეტრი მაგისტრალური გზა. ასევე, მანამდე, შედარებისთვის, მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მათ დროს, 2007-12 წლებში აშენდა მხოლოდ 68 კმ. გზა....
შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია. საგარეო მიმართულებით ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ამაღლდება სახელმწიფო ენის ცოდნის დონე, რათა მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა იცოდეს. „უზრუნველყოფილი იქნება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ