პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას იწყებს.
როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან ოჯახებს საშუალება ექნებათ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლონ.
„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით. ამით შეიქმნან, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად, 2021-2022 წლებში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.