ვარკეთილის პარკის პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „აქ ოდესღაც იყო რეკრეაციული სივრცე, მაგრამ ამის მიუხედავად, ძნელია ამ პროექტს რეაბილიტაცია უწოდო. აქ, რეალურად, ახალი პარკი ეწყობა და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში, 3 ჰექტარზე მოეწყობა სკეიტ პარკი, ამფითეატრი, ველობილიკები და სხვადასხვა სახის დასასვენებელი სივრცეები....
ხობის სოფელ ქვემო ნოჯიხევში მოსახლეობა უხარისხოდ დაგებულ გზას აპროტესტებს.  ადგილობრივების განმარტებით, ასფალტის დაგება დამთავრებული არაა და ის უკვე იშლება. მოსახლეობა ამბობს, რომ ასფალტი ისეთ თხელ ფენად დააგეს, ძლიერი სიცხის დროს, დნება.გარდა ამისა, სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, გზა სოფლის ბოლომდე მოასფალტდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაშია და უხარისხოდ დაგებულ გზას კონტროლს არ უწევს,...
რუსთავის მერია ბავშვიან ოჯახებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე საბინაო პირობების გამო ოჯახიდან ბავშვის გაყვანის საფრთხის წინაშე დგანან, საბინაო პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. აღნიშნულ პროგრამას რუსთავის საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, ნინო ნოკოლავამ განუცხადა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროგრამისთვის 17 000 ლარი გამოიყოფა და საჭიროების შემთხვევაში თანხის გაზრდის შესაძლებლობაც...
ზუგდიდში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერიდან, რომელიც ვეტერანთა ხეივნის სახელით არის ცნობილი, სამი სკამი მოიპარეს. ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმირებულები არიან და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობებენ. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. „სამწუხარო ფაქტია. პრევენციის მიზნით კი განიხილება ვიდეოკონტროლი“, - გვითხრეს მერიაში. ინფორმაციისთვის, ხეივანი 2019 წელს გაიხსნა. მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. ამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 252...
ქუთაისის მერიამ ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციის სამწლიანი დაპირება ვერ შეასრულა. 2018 წელს დაანონსებული კიბეების აღდგენის პროცესი არც კი დაწყებულა. მერიამ მხოლოდ პროექტი შეადგინა. სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერის მისივე ინიციატივით ჩაშლის შემდეგ კი, პროექტის განხორციელებაზე ზრუნვით თავი აღარ შეუწუხებია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ამორტიზებული კიბეების რეკონსტრუქციის დაპირება წლიდან წლამდე, ბიუჯეტიდან ბიუჯეტში გადადიოდა. მერია ყოველ წელს ირწმუნებოდა, რომ ამისთვის საკმარისი თანხა, ერთი მილიონი ლარი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ მელაანში, სამების ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია განახორციელა. მოასფალტების სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2046 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 873 345 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "გზამშენი 15" შეასრულა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის ტენდერი ქედის მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შენობას კაპიტალური რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს. გარდა ამისა იგეგმება ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმის პირველ სართულზე პოეტის შვილის- ზაზა ხალვაშის კინოსტუდიის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინტერნეტით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. სამუშაოებისთვის 300 ათასი...
წინა სტატია სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია ადასტურებს მის გადასვლას კერძო კომპანია "არქეოპოლისში", შემდეგ კი მერიაში იგივე პოზიციაზე დაბრუნებას, თუმცა ამბობს, რომ ამ გადაადგილებას და კომპანიის მიერ მოგებულ ტენდერებს შორის კავშირი არ არის. ის არ ეთანხმება "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ მომზადებულ კვლევაში გამოთქმულ ეჭვს, რომ თითქოს აქ ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციის შესაძლო ნიშნები იკვეთება. "არც ინტერესთა კონფლიქტია და არც კორუფციასთან მაქვს...
"ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" შარლ მიშელის დოკუმენტის ფიქციად ქცევაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერის, აკაკი ბობოხიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნევზე პროპორციული სიის სასარგებლოდ მაჟორიტარების შემცირება ხდება, თუმცა, ხელისუფლება ამ ფაქტსაც თავის სასარგებლოდ იყენებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლება სოფლებს არა მოსახლეობის რაოდენობით, არამედ პოლიტიკური სიმპატიით ამსხვილებს. მისივე თქმით, ხელისუფლება სოფლებს, რომელბსაც არჩევნებზე ოპოზოცია იგებს, სხვა ოლქებთან აერთიანებს, რითაც ოპონენტებს მოგების შანსს...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით, ე.წ მბრუნავი კარი - საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტის და კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილება, გამოვლინდა სენაკის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი ფაქტი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან მიმართებაში. კერძოდ, არასამთავრობოს ინფორმაციის მიხედვით, ნანა ზარანდია 2014 წლიდან სენაკის მერიის იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა, 2018 წლიდან კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გახდა. 2019 წლის 8 თებერვალს, ის მერიიდან წავიდა...
საქართველოს მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული პროექტი გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს ახალი მიზნობრიობა დაემატა. პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი და მოწყობა, რაც გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად, გაზრდის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების პრაქტიკის დანერგვას. აღნიშნული მიზნობრიობით ერთ ბენეფიციარზე გაცემული...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმისთვის რომ საქართველოში გაყალბებული აცრების დოკუმენტებით ტურისტების შემოსვლა და ვირუსის გავცელების საფრთხე შემცირდეს, შესაძლოა სრულად აცრილ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, Pჩღ ტესტირების გავლა მოუწიოთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს და საქართველო პირველი ქვეყანა არ იქნება. „დაცვა უნდა იყოს ორმაგი, რაც გულისხმობს იმას,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დევნილთა საცხოვრებელ შენობას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. "სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ"  განახორციელა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" პროგრამის მენეჯერი თამარ ნასყიდაშვილი ინგირში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და...
თუ რომელიმე პარტია მხარს არ დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა იქნება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამაზე მმართველ გუნდს პოლიტიკური რეაქცია ექნება. „შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ საარჩევნო ცვლილებებს. ბუნებრივია, ჩვენ უნდა შევაფასოთ ნებისმიერი ასეთი აქტი, ნებისმიერი ასეთი ქმედება. თუ ვინმე მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს, ბუნებრივია,...
სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სკოლების შენობებსა და იმ იურიდიული პირის შენობებზე, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ასევე, სავალდებულო გახდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში. ამას "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატმა კახა კახიშვილმა მოამზადა. მოქმედი კანონით განსაზღვრულია...
ყვარელში ნიადაგის ნაყოფიერი ფენა მოჭრეს, რომლის აღდგენას, შესაძლოა, 100- 150 წელი დასჭირდეს. ერთ- ერთმა ადგილობრივმა 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მიწის ნაყოფიერი ფენა მთლიანად დააზიანა. ინფორმაციას რაიო ჰერეთი ავრცელებს. ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს და საქმე შესაბამისი სანქციების გამოყენებისათვის სასამართლოს გადასცეს. ”მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას თან სდევს მძიმე ეკოლოგიური შედეგები, როგორიცაა ეკოსისტემის სტრუქტურის ცვლილება, ეროზიული და მეწყრული პროცესების გააქტიურება და ეკოსისტემის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ