გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ მელაანში, სამების ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია განახორციელა. მოასფალტების სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2046 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 873 345 ლარით დაფინანსდა.
საგზაო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “გზამშენი 15” შეასრულა.