აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილ სოფლებს სხვა ოლქებთან ამსხვილებს

659

“ევროპული საქართველო” “ქართულ ოცნებას” შარლ მიშელის დოკუმენტის ფიქციად ქცევაში ადანაშაულებს. პარტიის ლიდერის, აკაკი ბობოხიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნევზე პროპორციული სიის სასარგებლოდ მაჟორიტარების შემცირება ხდება, თუმცა, ხელისუფლება ამ ფაქტსაც თავის სასარგებლოდ იყენებს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლება სოფლებს არა მოსახლეობის რაოდენობით, არამედ პოლიტიკური სიმპატიით ამსხვილებს.

მისივე თქმით, ხელისუფლება სოფლებს, რომელბსაც არჩევნებზე ოპოზოცია იგებს, სხვა ოლქებთან აერთიანებს, რითაც ოპონენტებს მოგების შანსს ართმევს. ბობოხიძე ოპოზიციას მოუწოდებს არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს და მოითხოვონ ისეთი ცვლილება, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს პარტიებს.