ხობის სოფელ ქვემო ნოჯიხევში მოსახლეობა უხარისხოდ დაგებულ გზას აპროტესტებს. ადგილობრივების განმარტებით, ასფალტის დაგება დამთავრებული არაა და ის უკვე იშლება. მოსახლეობა ამბობს, რომ ასფალტი ისეთ თხელ ფენად დააგეს, ძლიერი სიცხის დროს, დნება.გარდა ამისა, სოფლის მცხოვრებლები ითხოვენ, გზა სოფლის ბოლომდე მოასფალტდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაშია და უხარისხოდ დაგებულ გზას კონტროლს არ უწევს, ამიტომ ითხოვენ შესაბამისმა სამსახურებმა დროულად შეისწავლონ და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.