ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უწყება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო საწარმოების რეფორმას ავითარებს. ამის შესახებ მან გრძელვადიანი სტრატეგია - „ეკონომიკა 2030“-ის წარდგენისას ისაუბრა. „აქაც გვაქვს კონკრეტული რაოდენობრივი ამოცანები; მაგალითად, 2025 წლიდან სახელმწიფო საწარმოების საერთო პორტფელი აბსოლუტურ მოგებაზე უნდა გადავიდეს და წამგებიანი საწარმო არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა თურნავამ. ცნობისთვის: ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განაცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესი ამ ორგანიზაციების საფონდო...
ქობულეთში განახლებული ბულვარი ოფიციალურად გაიხსნა. სამკილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაო შესრულდა. სრულიად განახლდა ბულვარი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია, დეკორატიული ფილებით მოეწყო სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარეგანათების სისტემა, მოეწყო ველოპარკირებები, მოსასვენებელი კუთხეები, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები, კეთილმოეწყო სანაპირო ზოლი, პროექტი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ზღვისპირა პარკის მოწყობა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე 850 მეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდა....
"2025 წელს სულ მცირე $4,200,000,000-ზე მეტი შემოსავალი უნდა შემოვიდეს ტურიზმიდან", - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სტრატეგიაში, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას ეხება. ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმ დიდი დარტყმისა, რაც პანდემიამ მიაყენა ტურიზმს, განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია. „კარგი მაჩვენებლები გვაქვს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლები არის, რომ 2025 წელს სულ მცირე $4,200,000,000-ზე მეტი შემოსავალი უნდა შემოვიდეს ტურიზმიდან, ხოლო 2030 წელს გვინდა, რეკორდული, 2019...
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირსა და რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშნები დროებით გათიშულია. თბილისის მერიის ცნობით, გათიშვის მიზეზი კომპანია „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაა. მათი ინფორმაციით, შუქნიშნები გამორთულია შემდეგ მიმართულებებზე: ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი-ნაფარეულის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი-ბაზალეთის ქუჩა, ფალიაშვილი-ერისთავის ქუჩა, ფალიაშვილი-ბაზალეთის ქუჩა, აბაშიძე-არაყიშვილის ქუჩა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ქუჩებზე შუქნიშნები „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაირთვება.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმაა ყოფილი მოადგილე ნუგზარ სამხარაძე ახალი კადრით ჩაანაცვლა. ეს თანამდებობა ვალერიან მჭედლიძის გადაწყვეტილებით "ქართული ოცნების“ კოორდინატორმა აბიკო (აბელ) აბესაძემ დაიკავა. ინფორმაციას ადასტურებენ სამხარეო ადმინისტრაციაში. ინფორმაციისთვის, გასულ კვირას შიდა ქართლის სახელწმიფო რწმუნებულის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ამირან ქრისტესიაშვილის ნაცვლად მეორე მოადგილის პოზიცია ყოფილმა პარლამენტარმა, თენგიზ ხუბულურმა დაიკავ
წინა სტატია კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ზურაბ მურადაშვილი დაინიშნა, თუმცა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტებზე კვლავ ძველი წარმომადგენლების ვინაობაა მითითებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კონკრეტულად კი საკრებულოს ვებ-გვერდის (gori.mun.gov.ge) მიხედვით, მერის წარმომადგენელი აღნიშნულ თემში იოსებ ჩალაურია, გორის მერიის საიტის (goris.gov.ge) თანახმად კი - ჰამლეტ პეტუაშვილი. როგორც ჩანს, ადგილობრივ აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს საიტებზე ცვლილებები წელს აღარ შეუტანიათ, რადგან კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგელის...
გორის მერის წარმომადგენელი კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ისევ შეიცვალა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ამჯერად კონსტანტინე თავზარაშვილმა ამ პოზიციაზე "ქართული ოცნების" ყოფილი ზონის უფროსი, ზურაბ მურადაშვილი დანიშნა. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ეს პიროვნება 2018 წლამდე გორის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოშიც იყო დასაქმებული. მას შემდეგ, რაც შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით დააკავა, შემდეგ კი სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაანთავისუფლა, ხელშეკრულება მერიის ა(ა)იპ-მა აღარ...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ბადრი ბასიშვილი წინასაარჩევნო პროგოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესების განვითარების კუთხით გორი შემოდგომით გამორჩეული ქალაქი იქნება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მისი აზრით, ყოგილ პრემიერს, გიორგი გახარიას შიდა ქართლში, სხვა რეგიონებთან შედარებით მეტი მოკავშირეთა ჯგუფი ჰყავს, რომელიც მმართველ გუნდს საარჩევნოდ ხმებს წაართმევს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ბასიშვილი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება ოპოზიციამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს და...
video
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონში, მიმდინარე წელს, 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობას განხორციელებს. გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, 40 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ ეტაპზე, ხულოს მუნიციპალიტეტში, ბეღლეთსა და განახლებაში ორი ახალი სკოლა შენდება.  
video
ხულოს მუნიციპალიტეტში ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 7 კილომეტრამდე გზის და ორი ხიდის რეაბილიტაცია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, სხალთა - ხიხანის ხეობაში პირველი სასტუმრო გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.  
კიდევ ერთი სპეციალური პროგრამა, რომელიც მოვამზადეთ და ვფიქრობთ, ძალიან მოთხოვნადი და აქტუალურია, არის პროგრამა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი...
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს, ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. „მე მინდა დღეს...
შიდა ქართლის მოსახლეობას კარბის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება. შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გორის მუნიციპალიტეტში კარბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია. პროექტის ფარგლებში 10 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა. არხები გაიწმინდა ნატანი მასისგან და რკინაბეტონის ღარებით მოპირკეთდა; მოეწყო ტიპური ნაგებობები, წყალაღებისა და...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყოველდღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-56) რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობის...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კილომეტრებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 8 ივლისის 00:00სთ-დან 9 ივლისის 00:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო...
2021 წლის 5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა - ინფორმაციას "შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის" სამინისტრო ავრცელებს. "უკვე წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესა, რომელთა ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვლიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად. როგორც ცნობილია, აღნიშნული პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა გადაადგილების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ხანდაზმულები, პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ