თურნავა: 2025 წელს სულ მცირე $4,2 მილიარდზე მეტი შემოსავალი უნდა შემოვიდეს ტურიზმიდან

542

“2025 წელს სულ მცირე $4,200,000,000-ზე მეტი შემოსავალი უნდა შემოვიდეს ტურიზმიდან”, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სტრატეგიაში, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას ეხება.

ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმ დიდი დარტყმისა, რაც პანდემიამ მიაყენა ტურიზმს, განწყობა საკმაოდ ოპტიმისტურია.

„კარგი მაჩვენებლები გვაქვს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლები არის, რომ 2025 წელს სულ მცირე $4,200,000,000-ზე მეტი შემოსავალი უნდა შემოვიდეს ტურიზმიდან, ხოლო 2030 წელს გვინდა, რეკორდული, 2019 წლის მაჩვენებელი გავაორმაგოთ და $6.500.000.000-ის შემოსავალი მივიღოთ.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს 10 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო 2030 წლისთვის სულ მცირე 13-14 მლნ ტურისტი ესტუმრება საქართველოს. ეს ნიშნავს რეგიონალურ განვითარებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ და ტურიზმის სტრატეგიის პრეზენტაცია დააანონსა.