მიმდინარე წელს აჭარაში 18 სკოლა აშენდება

340

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონში, მიმდინარე წელს, 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობას განხორციელებს.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, 40 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ამ ეტაპზე, ხულოს მუნიციპალიტეტში, ბეღლეთსა და განახლებაში ორი ახალი სკოლა შენდება.