გორის მერმა “ქართული ოცნების” ზონის კოორდინატორი კარალეთის წარმომადგენლად დანიშნა

395

გორის მერის წარმომადგენელი კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ისევ შეიცვალა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ამჯერად კონსტანტინე თავზარაშვილმა ამ პოზიციაზე “ქართული ოცნების” ყოფილი ზონის უფროსი, ზურაბ მურადაშვილი დანიშნა.

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ეს პიროვნება 2018 წლამდე გორის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოშიც იყო დასაქმებული. მას შემდეგ, რაც შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით დააკავა, შემდეგ კი სასამართლომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაანთავისუფლა, ხელშეკრულება მერიის ა(ა)იპ-მა აღარ გაუფორმა. ბოლო წლების განმავლობაშ მურადაშვილი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში, თუმცა საჯარო სექტორში მუშაობის გაგრძელების საშუალება მხოლოდ 3 წლიანი პაუზის შემდეგ მიეცა.

ინფორმაციისთვის, კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერმა წარმომადგენელი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეცვალა.