ხულოს მუნიციპალიტეტში ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 7 კილომეტრამდე გზის და ორი ხიდის რეაბილიტაცია.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, სხალთა – ხიხანის ხეობაში პირველი სასტუმრო გაიხსნა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.