გორის მერიას და საკრებულოს საიტებზე, კარალეთის წარმომადგენლის ვინაობა არასწორად უწერიათ

400

წინა სტატია

კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ზურაბ მურადაშვილი დაინიშნა, თუმცა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტებზე კვლავ ძველი წარმომადგენლების ვინაობაა მითითებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კონკრეტულად კი საკრებულოს ვებ-გვერდის (gori.mun.gov.ge) მიხედვით, მერის წარმომადგენელი აღნიშნულ თემში იოსებ ჩალაურია, გორის მერიის საიტის (goris.gov.ge) თანახმად კი – ჰამლეტ პეტუაშვილი.

როგორც ჩანს, ადგილობრივ აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს საიტებზე ცვლილებები წელს აღარ შეუტანიათ, რადგან კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგელის პოზიცია იოსებ ჩალაურმა 2019 წლის შემოდგომით დატოვა. 2020 წლის თებერვალში კი ის ჰამლეტ პეტუაშვილმა ჩაანაცვლა. ერთი წლის შემდეგ მერის წარმომადგენელი კარალეთის თემში წარმომადგენელი ისევ შეცვალა.