ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირსა და რამდენიმე ქუჩაზე შუქნიშნები დროებით გათიშულია.
თბილისის მერიის ცნობით, გათიშვის მიზეზი კომპანია „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაა.
მათი ინფორმაციით, შუქნიშნები გამორთულია შემდეგ მიმართულებებზე: ვარაზისხევი, ჭავჭავაძის გამზირი-ნაფარეულის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი-ბაზალეთის ქუჩა, ფალიაშვილი-ერისთავის ქუჩა, ფალიაშვილი-ბაზალეთის ქუჩა, აბაშიძე-არაყიშვილის ქუჩა.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ ქუჩებზე შუქნიშნები „თელასის“ მიერ გეგმური სამუშაოების დასრულებისთანავე ჩაირთვება.