ბათუმის მერიაში, მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების მიზნით, ცხოველთა მოყვარულებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, იმყოფებოდნენ არსებული თავშესაფრის ტერიტორიაზე, სადაც მიუსაფარი ცხოველების დასაბინავებლად დამატებითი ვოლიერების მოწყობა გადაწყდა.
გარდა ამისა, დაათვალიერეს ნაგავსაყრელის ტერიტორია, რომელიც მალე დაიხურება, ხოლო ექსპლუატაციაში შევა ცეცხლაურში აშენებული ახალი ნაგავსაყრელი.
„მნიშვნელოვანია, რომ უკვე გათვალისწინებულია შესაბამისი თანხები ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების...
დიდუბის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩის N69-სა და ბათუმის ქუჩის N10-ის ეზოებში განხორციელდა.
პროექტის მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ ჯამში, 2 070 კვ.მ. ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟი განახორციელა და ასფალტის საფარი დააგო.
ბაგრატიონის ქუჩის N69-ში დიდუბის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოაწესრიგა. წყალარინებისა და წყლის სისტემის გაუმართაობა მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.
აღნიშნულ...
სამგორის რაიონში, მე-3 მასივში, უძოს ქ. №30-ის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ 88 მეტრის სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 78 548 ლარი გამოიყო.
დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ზრდა და საინვესტიციო პროცესების გაძლიერება იქნება.
განხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
,,შუახევში ვგეგმავთ ათეული მილიონობით ლარის მობილიზებას და ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტების განხორციელებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩირუხის...
სოლოლაკში, ამაღლების ქ. №3-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
სამუშაოების ფარგლებში, სამსართულიანი შენობის კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედელები გამაგრდება. ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები, მოეწყობა სეისმური სარტყელი.
აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 18 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.
მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი...
სკოლებში სასწავლო წელი დასრულდა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად ხელსაყრელი პერიოდი დადგა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რომელ სკოლაში კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი საიმისოდ, რომ სკოლების ადმინისტრაცია და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს ნაკლები პრობლემებით შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოვიპოვეთ, წერს ჩემი ხარაგაული.
მოსაგვარებელ საკითხთა ნუსხა ვრცელია, თუმცა მათ გადასაჭრელად გამოყოფილი თანხა – მიზერული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების შენობებიდან ცხრა მათგანის (ხარაგაულის #2, ხარაგაულის...
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამის – "მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა” ფარგლებში, სოფელ ბაკოში მცხოვრები, ზურაბ ჯაბნიძის სოციალურად დაუცველი, ოთხწევრიანი ოჯახი ზამთარს ახალი, უსაფრთხო საცხოვრისით შეხვდება. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე, ჯაბნიძეების ოჯახი ხულოს მუნიციპლიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძესთან და მერის წარმომადგენელთან თხილვანის ადმინისტრაციულ...
სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ დაიძრა. ვიყავით დაახლოებით პლატოზე და ახლა ბოლო 1 კვირაა ყველა მაჩვენებელი ზემოთ მიდის, - ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
"სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ დაიძრა. ვიყავით დაახლოებით პლატოზე და ახლა ბოლო 1 კვირაა ყველა მაჩვენებელი ზემოთ მიდის. დღეს ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ...
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ნუცუბიძის V მ/რ-ის N6 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რაებილიტირებულ ტერიტორიაზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.
აღნიშნული სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ ადგილზე დაათვალიერა.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 22 200 ლარია გათვალისწინებული.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდიდან თბილისის მერობის კანდიდატი. მან ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა თავად მერობის კანდიდატი.
„უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას თუ ვინ იქნება კონკრეტული კანდიდატი დედაქალაქში და ასევე სხვა კანდიდატებიც. გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს კანდიდატები უკვე სამუშაო ჯგუფში გავლილია, გადაწყვეტილებებიც რაღაცებზე მიღებული გვაქვს და უახლოეს მომავალში ყველაფერს გეტყვით",-განაცხადა კალაძემ.
ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები. აღნიშნული სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუჩის ნაწილში, 600 მეტრ სიგრძეზე უკვე დაასრულა.
ამჟამად მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს, ხოლო „თბილისი ენერჯის“ მიერ იცვლება გაზგაყვანილობის სისტემა.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მანჯგალაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება.
ერთი კილომეტრის...
დღეს აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შუახევის კულტურის სახლს.
შუახევში ტურისტული მიზიდულობის მნიშვნელოვანი ცენტრები იქმნება. ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილია 10 მლნ ლარი. ასევე დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე...
კომპანია „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, მიხაილ სოცკისთან შეხვედრის შემდეგ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი მეშახტეებს შეხვდა.
თემურ ჩუბინიძის თქმით, კომპანია მათ თხოვნას ვერ დააკმაყოფილებს და ანაზღაურების მომატება მხოლოდ ბონუსებისა და პრემიების სისტემით გაიზრდება.
აქციის მონაწილეებისთვის კომპანიის ხელმძღვანელობის შეთავაზება მიუღებელია, ისინი გაფიცვას აგრძელებენ.
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები მეექვსე დღეა გაფიცულები არიან. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობას ხელფასის 300 ლარით გაზრდას სთხოვენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2030 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 6,5 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 13 მლნ იქნება.
"2019 წელს, როდესაც საქართველოს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან დაახლოებით 3,3 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. მთავრობის პროგნოზით, 2030 წლისთვის ტურიზმის სექტორის სტიმულირებით, ეს მაჩვენებელი 6,5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების...
2030 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 10.7% მდე შემცირდება - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს პროგრამის "ეკონომიკა-2030" პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელმა 21.3% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 780 ათასამდე ადამიანი სიღატაკეში იმყოფება. თუ მინისტრს დავუჯერებთ, 2030 წელს სიღატაკეში მყოფი ადამიანების...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შექმნილი სიტუაციის გამო, სამინისტრომ აამოქმედა რეგისტრაციის დამატებითი საშუალება - ცხელი ხაზი: 1443.
„როგორც იცით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომელიც რა თქმა უნდა, ამ პროცესს აფერხებს. აქედან გამომდინარე, სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს გარდა რეგისტრაციის 1 წყაროსი, რომელიც პორტალით რეგისტრაციაა, მივცეთ დამატებითი საშუალება - ეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































