ვაკის გამგეობა: ნუცუბიძის V მ/რ-ის N6 კორპუსის მიმდებარედ წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

314

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ნუცუბიძის V მ/რ-ის N6 კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რაებილიტირებულ ტერიტორიაზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.

აღნიშნული სამუშაოები ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ ადგილზე დაათვალიერა.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 22 200 ლარია გათვალისწინებული.