თურნავა: 2030 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 10.7% მდე შემცირდება

392

2030 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 10.7% მდე შემცირდება – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტროს პროგრამის “ეკონომიკა-2030” პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელმა 21.3% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 780 ათასამდე ადამიანი სიღატაკეში იმყოფება. თუ მინისტრს დავუჯერებთ, 2030 წელს სიღატაკეში მყოფი ადამიანების რაოდენობა განახევრდება.