თურნავა: 2030 წლისთვის ტურიზმიდან შემოსავლები 6,5 მლრდ დოლარამდე გაიზრდება

444

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2030 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 6,5 მლრდ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 13 მლნ იქნება.

“2019 წელს, როდესაც საქართველოს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან დაახლოებით 3,3 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. მთავრობის პროგნოზით, 2030 წლისთვის ტურიზმის სექტორის სტიმულირებით, ეს მაჩვენებელი 6,5 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 13 მლნ-ს შეადგენს”, – განაცხადა თურნავამ.