ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს

306

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, შექმნილი სიტუაციის გამო, სამინისტრომ აამოქმედა რეგისტრაციის დამატებითი საშუალება – ცხელი ხაზი: 1443.

„როგორც იცით, ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომელიც რა თქმა უნდა, ამ პროცესს აფერხებს. აქედან გამომდინარე, სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს გარდა რეგისტრაციის 1 წყაროსი, რომელიც პორტალით რეგისტრაციაა, მივცეთ დამატებითი საშუალება – ეს არის ცხელი ხაზი: 1443, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დამატებით რეგისტრაციაში დაეხმარება“, – განაცხადა ტიკარაძემ.