ხულოს მერია საჭიროების მქონე 40 ოჯახს საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ფინანსურ დახმარებას გაუწევს

432

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ქვეპროგრამის – “მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა” ფარგლებში, სოფელ ბაკოში მცხოვრები, ზურაბ ჯაბნიძის სოციალურად დაუცველი, ოთხწევრიანი ოჯახი ზამთარს ახალი, უსაფრთხო საცხოვრისით შეხვდება. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე, ჯაბნიძეების ოჯახი ხულოს მუნიციპლიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძესთან და მერის წარმომადგენელთან თხილვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მამუკა ქამაშიძესთან ერთად მოინახულა.

პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დაგეგმილია 40 ოჯახისათვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ფინასური დახმარება. პროგარმისათვის 400 000 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში ფინანსურ დახმარებას 10 000 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.