ტყიბულის მერიასთან შეკრებილ მეშახტეებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა

409

კომპანია „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, მიხაილ სოცკისთან შეხვედრის შემდეგ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი მეშახტეებს შეხვდა.

თემურ ჩუბინიძის თქმით, კომპანია მათ თხოვნას ვერ დააკმაყოფილებს და ანაზღაურების მომატება მხოლოდ ბონუსებისა და პრემიების სისტემით გაიზრდება.

აქციის მონაწილეებისთვის კომპანიის ხელმძღვანელობის შეთავაზება მიუღებელია, ისინი გაფიცვას აგრძელებენ.

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები მეექვსე დღეა გაფიცულები არიან. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობას ხელფასის 300 ლარით გაზრდას სთხოვენ.