თეორიულად საქართველოში, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ გავაკეთებთ გარკვეულ თეორიულ დაშვებას, რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ ის, რომ აქტიურად ვმსჯელობდეთ ბატონი გახარიას კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით, ეს ასე არ არის, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ პარტიის დედაქალაქის მერობის კანდიდატზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ამასთან, კითხვაზე, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე პარტია „საქართველოსთვის“...
„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ის თბილისის მერობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, მას მერობის სურვილი არც არასდროს ჰქონია. თუმცა, მისივე თქმით, მისი კანდიდატურა განიხილებოდა.
„ნამდვილად არასდროს მიფიქრია, არც ახლა ვფიქრობ. თუ ვიღაცამ რაღაც სურვილი დაინახა, ეს მხოლოდ თუ გაგახარებს ადამიანს. ვიცი, რომ განიხილებოდა, ვიცი ამის შესახებ,...
წინა სტატია
„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" განცხადებას, რომლის მიხედვით, თითქოს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, 20 ივლისის გამოსვლაში, მედიის საქმიანობა 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებს შეადარა.
"ქართული ოცნების" შეფასებით, “განცხადება არის სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯება“.
„განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე „არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ...
ვფიქრობთ, ამ თვის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა, სამივე ვაქცინით - „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“ მოვიცვათ მოსახლეობა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში და სოფლის დონეზეც,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქნით, თვის ბოლომდე საქართველო „ფაიზერის“ ახალ დოზებს ელოდება.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები მოუთითებს იმას, რომ „დელტა“ შტამის წინააღმდეგ „სინოფარმი“, ისევე როგორც სხვა ვაქცინები, ჰოსპიტალიზაციისა და...
ბრალეულობის გამოვლენის გარეშე კონსულტანტებს ზიანის ანაზღაურება აღარ მოუხდებათ. ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელიდასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებში, სხვადასხვა ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდა. დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის...
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, 22 ივლისის 23:00 საათიდან, 23 ივლისის 15:00 საათამდე, ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ფალიაშვილის, ყიფშიძის და რაზმაძის ქუჩების ნაწილს; რამიშვილის, რადიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მიქელაძის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„22 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ამირეჯიბის გზატკეცილის N6-თან,...
ჯერჯერობით სხვა ახალი დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია იმ რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე, რაც უკვე დაწესებულია. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით აჭარაში რისკები მაღალია, რადგან არ ხდება წესების დაცვა.
„ჯერჯერობით სხვა ახალი დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება, გარდა იმისა, რაც გასულ კვირას დაწესდა „პისიარ“ ტესტის...
გლდანის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. რაიონში მიმდინარეობს, როგორც ცენტრალური ქუჩების, ასევე, შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჯერად, ასფალტის საფარი წყალსადენის ჩიხში იგება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასფალტის ორი ფენა საფარი 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგება. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 84 993 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი,...
ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ და კენჭს უყრიან.
მთავრობამ პარლამენტს პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უცვლელი სახით დაუბრუნა.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. სამთავრობო ვალი 54.6%-მდე მცირდება.
ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს...
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების კორექტირებულ პროექტს მხარი დაუჭირა. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე“ გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს უცვლელი სახით დაუბრუნდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ გადამუშავებულ ვერსიაში წარმოდგენილია მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან კონსულტაციისას ტექსტურ ნაწილში...
ტურისტულ სეზონზე განმუხურის სანაპირო დანაგვიანებულია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ფოტოებზე, რომელიც "ლაივპრესს" მოქალაქე ჟურნალისტმა მიაწოდა, ჩანს რომ სანაპირო ნაგვითაა სავსე. მერიაში კი აცხადებენ, რომ სანაპიროს დასუფთავება "24 საათიან რეჟიმში" ხდება.
"ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს( თითქმის 24 საათიანი) , თუმცა მსგავსი ფაქტი თუ დაფიქსირდა, აუცილებლად მიიღებენ ზომებს", - გვითხრეს მერიაში.
ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ "ზუგდიდდასუფთავება" ბიუჯეტიდან 4 მილიონ 500 ათასი ლარი აქვს,...
პარკირება - ბათუმის პარალელურად, წლებია პრობლემაა ხულოშიც. მუნიციპალიტეტში ერთი საპარკინე სივრცეც კი არაა. საკითხის მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თემაზე ფიქრს ახლა იწყებენ. ეს კი ალბათ, მოახლოებულ თვითმმართველობების არჩევნებს უკავშირდება. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომობილებს, ხულოში ხშირად ნახავთ. მუნიციპალიტეტში, ეს საკითხი, წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ცენტრებში, საგზაო ინფრასტრუქტურის...
სოფელ კარდენახისა და კალაურის საჯარო სკოლების მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სწავლას განახლებულ შენობებში დაიწყებენ. ამ ეტაპზე ორივე ობიექტზე კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სასწავლო კაბინეტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და მოწყობა.
სკოლებში იფუნქციონირებს კომპიუტერული, ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები. შენობები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟდება ლიფტებიც.
სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და...
თელავის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ სოფლებში, თეთრწყლებსა და ლეჩურში, თხევადი აირით დახმარების პროგრამა ვერ ამუშავდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თხევადი აირის შესასყიდად გამოცხადებული ორი ტენდერიდან, არცერთი შედგა. მერიამ პირველი ტენდერი აპრილის, ხოლო მეორე ივლისის თვეში გამოაცხადდა.
პირველ შემთხვევაში, მიმწოდებელს მოსახლეობისათვის , 33. 600 ლარის ღირებულების 4 და 8 კილოგრამიანი თხევადი აირის ტალონები უნდა გადაეცა.
მეორე ტენდერის პირობების თანახმად,...
პარლამენტი, 22 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის 2/3-იანი კვორუმით არჩევას კიდევ ერთხელ ეცდება. საკითხი დღის წესრიგში ასახულია. პირველი კენჭისყრა 18 ივლისის სხდომაზე გაიმართა, თუმცა კვორუმად დადგენილი 100 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
ამასთან, გამოკვეთილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცენტრალური...
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, დევნილთა კორპუსში მერიის წარმომადგენელსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქუთაისის მერია ცდილობს დევნილთა საცხოვრისის მეორე სართულის შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყოს, სადაც საბოლოოდ უსახლკაროთა თავშესაფარი უნდა მოეწყოს.
დევნილები ცდილობდნენ ადგილზე მისული მუშებისთვის და მერიის წარმომადგენლებისთვის სარემონტო სამუშაოების დაწყებაში ხელი შეეშალათ რასაც სიტყვიერი დაპირსიპირება მოჰყვა.
დაპირისპირების დროს ერთ-ერთი ადგილობრივი ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დევნილები ამბობენ,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!











![განმუხურის დანაგვიანებული სანაპირო და მერიის პასუხი [ფოტო]](https://droa.ge/wp-content/uploads/2021/07/სანაპირო-დაბინძურებული-სანაპირო-696x385.jpg)



























