თელავის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ სოფლებში თხევადი აირით დახმარების პროგრამა ჩავარდა

308

თელავის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ სოფლებში, თეთრწყლებსა და ლეჩურში, თხევადი აირით დახმარების პროგრამა ვერ ამუშავდა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თხევადი აირის შესასყიდად გამოცხადებული ორი ტენდერიდან, არცერთი შედგა. მერიამ პირველი ტენდერი აპრილის, ხოლო მეორე ივლისის თვეში გამოაცხადდა.

პირველ შემთხვევაში, მიმწოდებელს მოსახლეობისათვის , 33. 600 ლარის ღირებულების 4 და 8 კილოგრამიანი თხევადი აირის ტალონები უნდა გადაეცა.

მეორე ტენდერის პირობების თანახმად, კი მოსახლეობა, 19. 575 ლარის ღირებულების, თხევადი აირის 5 კილოგრამიანი ტალონებით უნდა მომარაგებულიყო.

მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსს, ნათია ღაღაშვილს, ტენდერების ჩავარდნის მიზეზებზე საუბარი არ სურს.

“ჩვენ ტენდერს ისე ვაცხადებთ, როგორც წესია და არ ვიცი რატომ ჩავარდა”, – განაცხადა ღაღაშვილმა.

თელავის მერის წარმომადგენელი, სოფელ თეთრწყლებში, მინდია არაბული განმარტავს, რომ თხევადი აირისა და გაზიფიცირების არქონის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა, დღემდე შეშის ღუმელს იყენებს.

“ხალხი ისევ შეშის ღუმელს იყენებს.ვისაც შესაძლებლობა აქვს, ადმინისტრაციულ ცენტრში ჩადის და თხევადი აირი ამოაქვს. მეექვსე თვეა, პროგრამა ვერ ამუშავდა”, – განაცხადა არაბულმა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 10 ივნისის სხდომაზე, გაზიფიცირების გარეშე დარჩენილ სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისათვის, 15 ლიტრი თხევადი გაზით მომარაგების საკითხს დაუჭირა მხარი.

სოციალური პროგრამით სულ 150 ოჯახს უნდა ესარგებლა.

მესამე ტენდერის გამოცხადების ვადა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.