„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

393

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, 22 ივლისის 23:00 საათიდან, 23 ივლისის 15:00 საათამდე, ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ფალიაშვილის, ყიფშიძის და რაზმაძის ქუჩების ნაწილს; რამიშვილის, რადიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მიქელაძის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„22 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ამირეჯიბის გზატკეცილის N6-თან, წყალსადენის მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე სამუშაოები დღეს, 22 ივლისს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 23 ივლისის 15:00 საათისთვის დასრულდება. აღნიშნულ პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22 ივლისს საღამოს 23:00 საათიდან ხვალ, 23 ივლისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ფალიაშვილის, ყიფშიძის და რაზმაძის ქუჩების ნაწილს; რამიშვილის, რადიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მიქელაძის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აცხადებენ კომპანიაში.