წყალსადენის ჩიხში ასფალტის საფარი იგება

612

გლდანის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. რაიონში მიმდინარეობს, როგორც ცენტრალური ქუჩების, ასევე, შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჯერად, ასფალტის საფარი წყალსადენის ჩიხში იგება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასფალტის ორი ფენა საფარი 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგება. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 84 993 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.