ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისებს კიდევ ერთი კომპანია შეასრულებს.
აეროპორტის ინფორმაციით, ოპერირებას იწყებს ბელორუსული ავიაკომპანია "ბელავია".
ფრენები მინსკი - ქუთაისი - მინსკის მიმართულებით, 4 აგვისტოდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება.
რეისზე ცალხმრივი ბილეთის მინიმალური ღირებულება 85 ევროა, ხოლო ორმხრივის - 169 ევრო. მგზავრობის დრო 3 საათია. კომპანიის თვითმფრინავს აქვს 64 ეკონომ და 12 ბიზნეს კლასის ადგილი.
21 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა ექვსი გენერატორი, ექვსი კარავი და ერთი ესკავატორი გადასცეს.
ახალციხის მუნიციციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის თქმით, მერია მიღებულ საჩუქრებს ეფექტურად გამოიყენებს:
„რამდენიმე წლის წინ შეხვედრა გვქონდა საელჩოს წარმომადგენლებთან და მათთან ერთად შევთანხმდით, რომ ახალგაზრდებისათვის მოვაწყობდით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებში საზაფხულო ბანაკებს. ეს კარვები, ძალიან დიდი აღჭურვილობით არის მაღალი ხარისხის და იმედია პანდემიის განდევნისთანავე ჩვენ შევძლებთ,...
ქალაქ ვალეში საავადმყოფო 10 წლის წინ დაიკეტა, „ჯანმრთელობის სახლი“, სადაც მხოლოდ სამი უბნის ექიმი და ამდენივე ექთანია, ადგილობრივების საჭიროებებს არ ჰყოფნის. მოსახლეობა მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების საჭიროებაზე საუბრობს.
„ავადმყოფი ქალი ვარ, შაქარი მაქვს. ცუდად რომ გავხდე, სანამ ახალციხემდე ჩავიდე, შეიძლება რამე მომივიდეს. ახალციხიდან სასწრაფო ხანდახან ერთ საათში მოდის. აქ რომ იყოს დროულად მოვა და გადარჩება ადამიანი“, – ამბობს ვალეს მკვიდრი, მარია...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სექტემბერში სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებისთვის აუცილებელია მასწავლებლების მასობრივი ვაქცინაცია. ამისთვის კი აგვისტოს გამოიყენებენ.
„წინ გვაქვს მთელი აგვისტო და ეს თვე უნდა გამოვიყენეოთ მაქსიმალურად ეფექტურად სკოლის პერსონალის აცრისთვის, რომ ბავშვებს დახვდეთ უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური გარემო. განათლების სამინისტრო ეფექტურად მუშაობს სკოლებთან იმისთვის, რომ გამოიკვეთოს მასწავლებლების და სხვა თანამშრომლების ჯგუფები ვისაც აქვს ვაქცინაციის სურვილი. მათ ხელი უნდა შევუწყოთ...
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტისგან საჭირო მხარდაჭერა კვლავ ვერ მოიპოვეს
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა მეორედ უყარა კენჭი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს. ამჯერადაც, ვერც ერთმა კანდიდატმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 11-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატურამ, გიორგი სანტურიანმა 4 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 11 კი, წინააღმდეგი...
პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინოა გამოყენებული, სამართლებრივ რეგულირებას დაექვემდებარება - ამ მიზნით ცვლილებები შედის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით - ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.
მომხსენებლის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგიას ინფორმაციით, კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და როგორც ადგილობრივი, ასევე...
ხმალაძე: კალაძის მმართველობამდე სწორი პოლიტიკა რომ გატარებულიყო, დღეს კიდევ უკეთესი იქნებოდა თბილისი
კახა კალაძის მმართველობის პერიოდამდე და 10-15 წლის წინ სწორი პოლიტიკა რომ გატარებულიყო ურბანული განვითარების, არქიტექტურის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, დღეს კიდევ უკეთესი იქნებოდა თბილისი და უკეთესი პროექტების განხორციელებას შევძლებდით, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისის თქმით, რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია.
„ხშირად მითქვამს, რომ რეფორმა ყოველთვის მტკივნეულია. არაერთგვაროვანი შეფასება არ არის იმის მაჩვენებელი, რამდენად სწორი ან არასწორია ესა...
2017 წელს, წინასაარჩევნოდ ჩვენ ვამბობდით, რომ ბიუჯეტი გახდებოდა 1 მილიარდი ლარი, მაგრამ ოთხივე წლის ბიუჯეტი 1 მილიარდზე მეტი იყო. ამ ოთხი წლის განმავლობაში, დონორებიდან მოძიებული სახსრების ჩათვლით, შევძელით 4 მილიარდ 800 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების განხორციელება და დაწყება, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ქალაქში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი სახსრების მობილიზება. ჩემი აზრით, 1.5...
არჩევნების მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარება მხოლოდ მმართველი პარტიისთვის არ არის, ეს საზოგადოების, ქვეყნისა და ქალაქის სწორად განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ყველა მოქალაქე ამ საკითხს ასე უნდა უყურებდეს. რა თქმა უნდა ძალადობა დასაგმობია და ამ პრინციპზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ შემთხვევაში შეძლებს ქვეყანაც და ქალაქიც განვითარებას და გამარჯვებას“, - განაცხადა...
ქალაქში ყოველთვის იქნება გამოწვევები, რამდენადაც ეფექტიანი არ უნდა იყოს მართვა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში და ცხადია, კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
თბილისის ვიცემერის თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მომდევნო პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აქტიური მუშაობა გააგრძელოს.
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დაპირებებიდან ყველაფერი უკვე შესრულებულია. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი ჩავარდნა გამოიწვია პანდემიამ. პრობლემები შეგვექმნა ყველა...
ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქად მიმდინარე. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ჩემი მოსაზრებაა, კახი კალაძეს თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტი არ უნდა ჰყავდეს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
„ვფიქრობ, თბილისს ასეთი მერი ნამდვილად არ ჰყოლია და ყველა მიმართულებით ასეთი ეფექტური 4-წლიანი მმართველობა, რომელიც ხელშესახებია და ყველა მოქალაქისთვის თვალხილულია. ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი და აქედან გამომდინარე, ჩემი მოსაზრებაა, კახი კალაძეს თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტი არ უნდა ჰყავდეს“, - განაცხადა ხმალაძემ.
„ქართულმა...
წინა სტატია
თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს და ამავე კომპანიის ორ თანამშრომელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამივე ბრალდებულს ალექსანდრე ბატიაშვილს, ირაკლი სირაძეს და მიხეილ ჭაბაშვილს საგამოძიებო უწყება ქრთამის აღებას ორ ეპიზოდად ედავება. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში 70 000 ლარი, ხოლო მეორე ეპიზოდის შემთხვევაში 3 800 ლარი.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება...
მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სმაინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „რუსეთი შეეცდება შეასუსტოს აშშ-ს, ნატო-სა და ევროკავშირის როლი და გავლენა გლობალურ პოლიტიკაში“.
„ჩვენი ანალიზით, ლოკალური უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთის...
დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ და კენჭს უყრიან.
მთავრობამ პარლამენტს პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უცვლელი სახით დაუბრუნა.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. სამთავრობო ვალი 54.6%-მდე მცირდება.
ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს...
პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ცესკოს თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის 2/3-იანი კვორუმით არჩევას კიდევ ერთხელ ეცდება. საკითხი დღის წესრიგში ასახულია. პირველი კენჭისყრა 18 ივლისის სხდომაზე გაიმართა, თუმცა კვორუმად დადგენილი 100 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
ამასთან, გამოკვეთილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცენტრალური სარჩევნო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































