თბილისის ვიცემერი: შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დაპირებებიდან ყველაფერი უკვე შესრულებულია

462

ქალაქში ყოველთვის იქნება გამოწვევები, რამდენადაც ეფექტიანი არ უნდა იყოს მართვა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში და ცხადია, კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

თბილისის ვიცემერის თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მომდევნო პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აქტიური მუშაობა გააგრძელოს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დაპირებებიდან ყველაფერი უკვე შესრულებულია. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანი ჩავარდნა გამოიწვია პანდემიამ. პრობლემები შეგვექმნა ყველა მიმართულებით, ძალიან ბევრი პროექტი რისკის წინაშე იყო დამდგარი. თუმცა ჩვენმა გუნდმა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და დახმარებით ბევრის გაკეთება შეძლო“, – განაცხადა ხმალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.