ირაკლი ხმალაძე: ყველასთვის ნათელია, რამდენად ეფექტური იყო გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ქალაქის ოპტიმალური მართვა

334

2017 წელს, წინასაარჩევნოდ ჩვენ ვამბობდით, რომ ბიუჯეტი გახდებოდა 1 მილიარდი ლარი, მაგრამ ოთხივე წლის ბიუჯეტი 1 მილიარდზე მეტი იყო. ამ ოთხი წლის განმავლობაში, დონორებიდან მოძიებული სახსრების ჩათვლით, შევძელით 4 მილიარდ 800 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტების განხორციელება​ და დაწყება, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქალაქში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი სახსრების მობილიზება. ჩემი აზრით, 1.5 მილიარდზე ნაკლები არ უნდა იყოს ქალაქის ბიუჯეტი, რომ ყველა გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხოთ. რა თქმა უნდა, ფინანსური სახსრების მობილიზება ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, არასდროს არ არის საკმარისი. ჩვენი მოვალეობაა, რომ არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, შევძლოთ ოპტიმალური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. როდესაც ჩვენ მოვედით, 2017 წლის ქალაქის ბიუჯეტი იყო 815 მილიონი. შემდეგი 4 წელი მილიარდზე ნაკლები არ ყოფილა. ყველასთვის ნათელია, რამდენად ეფექტური იყო გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ქალაქის ოპტიმალური მართვა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ