ხმალაძე: არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება არა მხოლოდ მმართველი პარტიისთვის, არამედ საზოგადოების, ქვეყნისა და ქალაქის სწორად განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი

770

არჩევნების მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარება მხოლოდ მმართველი პარტიისთვის არ არის, ეს საზოგადოების, ქვეყნისა და ქალაქის სწორად განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ყველა მოქალაქე ამ საკითხს ასე უნდა უყურებდეს. რა თქმა უნდა ძალადობა დასაგმობია და ამ პრინციპზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ შემთხვევაში შეძლებს ქვეყანაც და ქალაქიც განვითარებას და გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.