ჩემი მოსაზრებაა, კახი კალაძეს თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტი არ უნდა ჰყავდეს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
„ვფიქრობ, თბილისს ასეთი მერი ნამდვილად არ ჰყოლია და ყველა მიმართულებით ასეთი ეფექტური 4-წლიანი მმართველობა, რომელიც ხელშესახებია და ყველა მოქალაქისთვის თვალხილულია. ვფიქრობ, ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი და აქედან გამომდინარე, ჩემი მოსაზრებაა, კახი კალაძეს თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტი არ უნდა ჰყავდეს“, – განაცხადა ხმალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.