ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისებს კიდევ ერთი კომპანია შეასრულებს.
აეროპორტის ინფორმაციით, ოპერირებას იწყებს ბელორუსული ავიაკომპანია “ბელავია”.
ფრენები მინსკი – ქუთაისი – მინსკის მიმართულებით, 4 აგვისტოდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება.
რეისზე ცალხმრივი ბილეთის მინიმალური ღირებულება 85 ევროა, ხოლო ორმხრივის – 169 ევრო. მგზავრობის დრო 3 საათია. კომპანიის თვითმფრინავს აქვს 64 ეკონომ და 12 ბიზნეს კლასის ადგილი.