აჭარის მთავრობის გასვლით სხდომაზე ბათუმის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს. ბათუმის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და 204 800 000 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბათუმში 82 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. ნაერთი ბიუჯეტი 237 მლნ ლარს შეადგენს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმი დინამიურად და მრავალმხრივ ვითარდება და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს განვითარება...
„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი შეფასებით, აღნიშნული კომისია ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას არ გამოხატავს. „ეს არ არის ის კომისია, რომელიც რაიმე სახით გამოხატავს ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას ან გამოძიებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კომისია არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელი იყო ამ მძიმე დარღვევების და...
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხის მოძიებისა და დამუშავების შედეგად დადასტურდა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარდა ძირითადი თავისუფლებების დაცვით. ამასთან, დადგენილებაში ნათქვამია, რომ პარლამენტი მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს. „ეუთო/ოდირმა (OSCE/ODIHR), ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც ახორციელებდა 2020...
საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია –  ამის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძემ საზოგადოებას კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა,...
თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ გვეყოლება - ჩვენი მხარდაჭერა არც კალაძეს ექნება და არც მელია- ხოშტარიას ტანდემს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია შევიდა წაგებულ თამაშში, მით უმეტეს, როცა გვერდით დაიყენა ხოშტარია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ქალაქის პრობლემებზე. „ჩვენი საერთო და ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ გვეყოლება. შესაბამისად, მეც არ ვიქნები მერობის კანდიდატი ჩვენი პარტიიდან. ამის...
ბათუმის გაზრდილ ბიუჯეტსა და მსხვილ პროექტებზე აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მთავრობის სხდომაზე, გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ პრეზენტაცია არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა. მისივე თქმით, ბათუმში, ეპიდემიოლოგიური ვითარების სწორი მართვის შედეგად, გაიზარდა ინვესტიციები, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესს, რამაც ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესების დინამიკა განაპირობა. "პრიორიტეტად დარჩა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო პოლიტიკის განვითრება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, რეკრეაციული და...
ბათუმში მრავალფუნქციური ზონის მოწყობა დაიწყება. ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. „ჩაქვის ტერიტორიაზე, წელსვე, დავიწყებთ მრავალფუნქციური ზონის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
თაგინურისა და კოკოტაურის მთა საიჩაირის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. ქედის მერიამ მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა და ტრანსპორტირება ორშაბათიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  მთების მიმართულებით სულ 20 მარშრუტი განხორციელდება. მერიის ცნობით, გამოყოფილია ერთი 24 ადგილიანი ავტობუსი და ერთი 16 ადგილიანი მიკროავტობუსი. უფასო მომსახურებით სარგებლობა როგორც ადგილობრივებს ასევე ტურისტებსაც შეუძლიათ. ქედის მერის თქმით, ტრანსპორტირება,ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის ასევე ტურიზმის განვითარებას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედმა, ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსების გავლის გარეშე, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებზე გასცა ტექნიკური სპეციალობის შემსწავლელი კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის...
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეისთვის ვაქცინაციის მოცვა არის სრულიად საკმარისი, ხოლო დატვირთულობა მხოლოდ 20%. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რა კეთდება რეგიონებში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებისთვის. „მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელი მოცვა არის სრულიად საკმარისი, ხოლო დატვირთვა არის მხოლოდ 20%. დღეისთვის აქტიური კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაჩნდეს მეტი მსურველი აცრისთვის. მსურველის გაჩენის შემთხვევაში კი სისტემას გააჩნია მიწოდების გაზრდის...
მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის ყველა მონაკვეთი 2025 წლამდე დასრულდება და აღსანიშნავია, რომ ჩვენ არა მხოლოდ გამართულ, გაუმჯობესებულ თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, არამედ ეს არის პირველ რიგში უსაფრთხო გზები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა მიმდინარე პროექტი აკმაყოფილებს საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. „ყველა საერთაშორისო ნორმა გათვალისწინებულია და ხორციელდება, ასევე...
წინა სტატია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს. როგორც თბილისში, პარტიისა და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს. „ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს, - განაცხადა მელიამ საზოგადოებისადმი მიმართვისას. ცნობისათვის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური...
"მინდა, ყველა სოფელში ჩავიტანოთ ვაქცინები", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი დავალება  ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიიღო და საკითხზე მუშაობს. „ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო; ჩემი სურვილია, რომ ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რომ მოსახლეობას  აცრის ჩატარების შესაძლებლობა ადგილზე ჰქონდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "რამდენიმე...
გარემოს დაცვის და სოფლის მეურმეობის მინისტრის, ლევან დავითაშილის განცხადებით, სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, სექტემბრიდან შეეძლებათ განცხადებების სამინისტროში შეტანა. როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნის სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ეს პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს. „10 წლიანი პროგრამის პრეზენტაციისას ჩვენ მოსახლეობას შევპირდით მექანიზაციის თანადაფინანსებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მათ, ვინც სოფლის მეურნეობით...
მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე თვით გადაიდოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, „გოცირიძის“ რეაბილიტაციის ვადა დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებიდან გამომდინარე გახანგრძლივდა. „ჩვენ ველოდებით სამხარაულიდან ბაქნის მდგრადობის შესახებ დასკვნას. როგორც კი ამ დასკვნას მივიღებთ, დაიგეგმება რეაბილიტაციის შემდგომი ნაბიჯები. ამის პარალელურად, გარკვეულ სივრცეებში, მეტროს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რკინის გადახურვის კონსტრუქციის ნაწილიც უკვე მორჩენილია. ეტაპობრივად გადახურვაც დასრულდება და როცა მივიღებთ სამხარაულიდან შესაბამის დასკვნას,...
წინა სტატია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება. როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე. „ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ