ლევან დავითაშვილი განმარტავს, რას გულისხმობს და ვის შეეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

465

გარემოს დაცვის და სოფლის მეურმეობის მინისტრის, ლევან დავითაშილის განცხადებით, სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, სექტემბრიდან შეეძლებათ განცხადებების სამინისტროში შეტანა.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები არ ჰყოფნის სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ეს პროგრამა მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს.

„10 წლიანი პროგრამის პრეზენტაციისას ჩვენ მოსახლეობას შევპირდით მექანიზაციის თანადაფინანსებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მათ, ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. რეგიონებში ჩვენი ვიზიტისას მოსახლეობა ძირითადად ამ პრობლემას აყენებდა ჩვენს წინაშე. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა, რომელიც წინა წლებშიც გვქონდა, მაგრამ ძალიან შეზღუდული ბიუჯეტით, მიმდინარე წელს მაშტაბურად დავაფინანსოთ. უკვე სექტემბრიდან ჩვენ შეგვიძლია პროგრამაში მონაწილეთა მსურველთაგან მივიღოთ განაცხადებები. ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ნაწილი ტექნიკის ღირებულების იქნება სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსებული, დანარჩენი შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული. მოსახლეობას, რომელსაც ფინანსური რესურსები დღეს არ ჰყოფნიდა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესაძენად, ამ პროგრამით მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ. ჩვენ გვექნება მცირე მექანიზაციით დაფინანსების საშუალება ანუ 20 000 ლარამდე ტექნიკის, ასევე საშუალო ფასის მექანიზაციის 20 000-დან 100 000 ლარამდე ტექნიკის და ასევე მსხვილი 100 000-ზე მეტი ღირებულების ტექნიკის შემთხვევაში“, – განაცხადა დავითაშილმა.