დეკანოიძე: არჩევნებთან დაკავშირებით ეს საგამოძიებო კომისია ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას არ გამოხატავს

458

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მისი შეფასებით, აღნიშნული კომისია ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას არ გამოხატავს.

„ეს არ არის ის კომისია, რომელიც რაიმე სახით გამოხატავს ადეკვატურ და ობიექტურ შეფასებას ან გამოძიებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კომისია არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელი იყო ამ მძიმე დარღვევების და ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების შესასწავლად, როგორც ეს სენატმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეაფასა. აქ არ მონაწილეობს ოპოზიცია, შესაბამისად ჩვენ ამ განხილვაში მონაწილეობას არ ვიღებთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილება და დამტკიცდება.