არჩილ ჩიქოვანი: ჩაქვის ტერიტორიაზე ვიწყებთ მრავალფუნქციური ზონის მოწყობას

391

ბათუმში მრავალფუნქციური ზონის მოწყობა დაიწყება. ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

„ჩაქვის ტერიტორიაზე, წელსვე, დავიწყებთ მრავალფუნქციური ზონის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.