„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს

290

წინა სტატია

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს.

როგორც თბილისში, პარტიისა და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელია საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს.

„ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს, – განაცხადა მელიამ საზოგადოებისადმი მიმართვისას.

ცნობისათვის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი ელენე ხოშტარია იბრძოლებს. რაც შეეხება ვიცე-მერობის კანდიდატს, იგი სავარაუდოდ, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.