ჩოხატაურის მერიის არქიტექტურის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გოგი ბოლქვაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. გოგი ბოლქვაძე გადაწყვეტილების მიზეზად „მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელების მხრიდან სწორი კურსიდან გადახვევას“ ასახელებს. „ვარ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, რომლის დაფუძნების მიზანი იყო საქართველოს და ქართველი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმდროინდელი კრიზისული სიტუაციების გამოსწორება...
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას Twitter-ზე გამოეხმაურა. პრაისი წერს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლა, ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებას ძირს უთხრის და პოლიტიკური კრიზისის საფრთხეს ქმნის. "ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას იმუშაონ ერთად,...
ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ და "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურებიან. სენატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლა იმედების გამაცრუებელი იყო. მათივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის  განმუხტვაზე პასუხისმგებლობა სწორედ, მმართველ გუნდს ეკისრება. გავრცელებულ განცხადებაში სენატორები წერენ, რომ საქართველოს დემოკრატიის მარცხით მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. ხელმომწერებს შორის შაჰინთან და ჯონსონთან ერთად...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციები შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაცით, მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 200-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია გამოიკვლიეს, საიდანაც 41-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა. ამასთანავე, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, თანამდებობის ხუთი პირის ოჯახის წევრი ან/და დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც. „გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს,...
ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას, - ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. მათი განცხადებით, ვაშინგტონის შეშფოთება სულ უფრო მეტად ღრმავდება საქართველოს დემოკრატიული მომავლის გზაზე განმეორებითი უკანგადადგმული ნაბიჯების გამო. საელჩოს...
ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, რომელ გზას ირჩევს — დასავლურს თუ რუსულს. მისი თქმით, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე არასწორია. "ველოდებით შარლ მიშელის რეაქციას, ყველა ვიზიარებთ ამ იმედგაცრუებას. ქვეყნის შიგნით განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება, საქართველოს ერთიანობა, ასევე ევროკავშირის და აშშ-ს გვერდით ყოფნა, ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ...
გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განმარტეს, რომ "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების  ანულირების მიუხედავად, ბოიკოტის დაწყებას არ აპირებენ. ელენე ხოშტარიას განმარტებით, "ქართული ოცნების" გუშინდელი გადაწყვეტილება მათ გეგმებს 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არ ცვლის. "მე და ნიკა და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციას,...
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი "ქართული ოცნების" მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება და ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარების გარდა ის სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. მიშელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. "ყურადღებას ვამახვილებ ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საქართველოს სთავაზობს ევროპულ გზას, ძლიერი დემოკრატიისა და კანონის...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს. როგორც მელია აღნიშნა, ის აპირებს, რომ მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს. "მოგეხსენებათ, ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში, დაცლილია ლეგიტიმაციისგან და მე პირადად მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად", - თქვა მელიამ. ​მისივე თქმით, მან თანაგუნდელებს თხოვა პარლამენტში ფორმალურად დარჩნენ,...
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი განმარტავს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ ერთ მხარეს არ აქვს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთპარტნიორობასა და ურთიერთობებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, კრამონი თვლის, რომ საქართველო ევროპულ პერსპექტივებს შორდება და ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ევროპარლამენტში იმედგაცრუებას იწვევს. "ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, თუ როგორი რეაქცია ექნებათ მომხდარზე სტრატეგიულ პარტნიორებს. ველოდებით...
წინა სტატია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია. „უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება, საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და "ქართული ოცნება"...
შემდეგი სტატი "ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამის მიზეზად კი კობახიძე რიგი ოპოზიციური პარტიების მიერ შეთანხმებაზე ხელმოუწერლობას ასახელებს. კობახიძის თქმით, მმართველმა პარტიამ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ცალმხრივად შეასრულა, რადიკალური ოპოზიცია კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს. „19...
„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება. მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის კანდიდატებზე იმსჯელებს. კერძოდ, 12:00 საათზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყება, 13:00 საათზე კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება.  
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ექიმებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია არ განიხილება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმებმა ვაქცინის მნიშვნელობა ყველაზე უკეთ იციან. „ჩვენ ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ სავალდებულო ვაქცინაციას ექიმებისთვის, ვინაიდან ექიმებმა ყველაზე უკეთ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ჩვენი თითოეული მოქალაქის და მათი ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, როდის მიიღებენ ისინი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ძველი თბილისი ტურისტულ რიტს უბრუნდება, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივებისა და ავიარეისების აღდგენის შემდეგ ბოლო პერიოდში სულ უფრო მატულობს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში. მათივე განმარტებით, მეზობელ ქვეყნებთან ერთად ტურისტული ნაკადების ზრდა შეინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ასევე სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის სტუმრობისას ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, სადაც მოგზაურობას მეგობრებს ურჩევენ. „საქართველო აბსოლუტურად...
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიამ „ბეკი“ სამკერვალოს მოსაწყობად 34,600 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 27,680 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა. სამკერვალო საწარმოში 17 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ