საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხით, მხოლოდ კრემლი სარგებლობს – სენატის ორპარტიული ჯგუფი

339

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი სენატის ორპარტიულ ჯგუფთან ერთად საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ და “ქართული ოცნების” მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურებიან.

სენატორები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან შეთანხმებიდან გასვლა იმედების გამაცრუებელი იყო. მათივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის  განმუხტვაზე პასუხისმგებლობა სწორედ, მმართველ გუნდს ეკისრება.

გავრცელებულ განცხადებაში სენატორები წერენ, რომ საქართველოს დემოკრატიის მარცხით მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. ხელმომწერებს შორის შაჰინთან და ჯონსონთან ერთად არიან სენატის საგარეო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრები, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რომ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.

“ძალიან  იმედგაცრუებული ვართ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირს უთხრის იმ რეფორმების ძალისხმევას, რაზეც 19 აპრილს შეთანხმება დაიდო. იმედების გამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელია არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ამ მნიშვნელოვან პერიოდში კიდევ უფრო იმედების გამაცრუელბელი იყო ქართული ოცნების მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან.

მეტწილად, სწორედ, მმართველ პარტიას ეკისრება ვალდებულება, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს.

მოგიწოდებთ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ. სამართლის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულებისა და და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციეებისკენ.

საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ერვოკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს, ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს”,- აღნიშნავენ სენატორები.

ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა. დოკუენტის ანულირებით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.