„ქართული ოცნება“ დღეს მერობის კანდიდატებზე იმსჯელებს

404

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება. მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის კანდიდატებზე იმსჯელებს.

კერძოდ, 12:00 საათზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყება, 13:00 საათზე კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება.