2 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელი პატარა პამაჯისა და აბათხევის მოსახლეობა სათიბების იჯარით არგაცემის მოთხოვნით შეიკრიბა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ადგილობრივებს ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე შეხვდა. „ჩვენი სოფლის მკვიდრს სურს სოფლის სათიბების 80 ჰექტარის იჯარით აღება, 60 ჰექტარი სოფელი აბათხევის სათიბებიდან, 20 სოფელი პამაჯიდან. ჯამში სათიბი მიწა 260 ჰექტარია, რომლითაც მთელი ორი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, როგორ შეიძლება ასე. ჩვენ ახალციხის...
ხელვაჩაურის სოფელ კაპანდიბში მცხოვრები მორთულაძეები, ფერდსამაგრი სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ, მათი მტკიცებით ალმირების გარეშე კედელი ვერ გამაგრდება და პროექტში ცვლილების შეტანას და ტერიტორიის ისევ შესწავლას ითხოვენ. ხელვაჩაურის მერი ოჯახის მოთხოვნას უსაფუძლოს უწოდებს და განმარტავს რომ პროექტში ცვლილებები ვერ განხორციელდება და მორთულაძეების უარის გამო შესაძლოა პროექტი შეჩერდეს. კაპანდიბში, მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტიდან 70 ათას  ლარზე მეტი იხარჯება, თუ მოქალაქეები სამუშაოების გაგრძელებაზე კვლავ უარს იტყვიან თანხა სხვა პროექტზე გადანაწილდება. მორთულაძეების ოჯახათან მიწის მასა გასულ...
დაბა ქედაში, #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. მოხდება ფასადის შეკეთება, გათბობის სისტემის მონტაჟი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. სამუშაოებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია 255 ათას ლარად ახორციელებს და ის ახალი სასწავლო წლისთვის უნდა დასრულდეს.
ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შესწავლა გრძელდება. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს სტატუსის მისაღებად 100-ზე მეტმა ოჯახმა მიმართა.  მერის ინფორმაციით ოჯახებს გეოლოგები და სტიქიის შემსწავლელი სპეციალური კომისია სწავლობს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტში 2 სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლის დასაკმაყოფილებლად განცხადებასთნ ერთად, უნდა დარეგისტრირდნენ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა მართოს ეპიდსიტუაცია. განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა. „ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვმართოთ ეპიდსიტუაცია, ამისთვის სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. 2 მლნ-ზე მეტი დოზა ვაქცინა საქართველოშია“, - განაცხადა პრემიერმა და მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პრემიერის...
პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი კომპონენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა. „ჩვენ დღეს დავამტკიცებთ მეწარმეობის მხარდაჭერის კიდევ რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომლებიც გაზრდის სესხის თანაგარანტირებისა და სესხის თანადაფინანსების შესაძლებლობებს, ასევე ექსპორტზე, ან - იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტის ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას,...
პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურეობამ და გადასახადებმა უნდა დაიწიოს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე მას პირადად ჰქონდა საუბარი ბანკის ხელმძღვანელობასთან და საკითხზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. „საკითხი, რომელიც ჩვენს პენსიონერებს აწუხებს, არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. მოვილაპარაკეთ, რომ შეიქმნებოდა შესაბამისი კომისია და ის უკვე შეიქმნა. კომისიას ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიის მუშაობაში...
დიდუბის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 48 მოსასვენებელ სივრცეში საპარკე ინვენტარი განაახლა. განახლდა სკამები, ურნები, საბავშვო მოედნები, დაიგო დეკორატიული ფილები და მოეწყო უსაფრთხოების მოაჯირები. სამუშაოების ფარგლებში, 23 მისამართზე 158 ერთეული სკამი განთავსდა, 18 მისამართზე 99 ურნა დაიდგა. დეკორატიული ფილები 9 მისამართზე, 1 042 კვ.მ ფართობზე დაიგო. ამასთან, 40 მისამართზე განახლდა დაზიანებული საბავშვო მოედნები, ხოლო, 3 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი...
ბაგრატის ტაძარში გადახურვის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გუმბათიდან წვიმის დროს ჩასული წყლის შედეგად დაზიანებული ფასადის კედლების გაწმენდის გზის დასადგენად, კულტურის სამინისტრომ ექსერტიზა დანიშნა. ტაძარში არსებული პრობლემების გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც იმედოვნებს, რომ სამინისტროს ძალისხმევის შედეგად წლის ბოლომდე ბაგრატის ტაძარში არსებული პრობლემები ეტაპობრივად აღმოიფხვრება. თეა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, მშენებარე ავტობანთან მოსახლეობის მიერ განთავსებული კარვები სამართალდამცავებმა დაშალეს, რასაც ხმაური მოჰყვა. მოსახლეობის განცხადებით, ისინი ორ თვეზე მეტია ავტობანის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ. აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, რისთვისაც კომპენსაციას მოითხოვენ. „მოვიდნენ დილით და დაგვიშალეს კარვები. 20-მდე ოჯახი ვაპროტესტებთ ავტობანის მშენებლობით გამოწვეულ ზიანს. დაზიანდა სახლები, საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილი არ არის, რადგან ავტობანი დასაშვებ ნორმაზე ახლოს აშენდა საცხოვრებელ სახლებთან....
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე წარადგენს. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა. „დღეს ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ეხება სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხს მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების პირობების გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო...
პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1-ელი აგვისტოდან აღუდგებათ. ამასთან, ასეთ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. ეს პარტიებია “გირჩი“ და “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“. როგორც ცნობილია, პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო...
თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თიანეთის მერის პოსტზე კენჭს იყრის. ამის შესახებ თამაზ მეჭიაური „ფეისბუქში“ წერს. „თიანეთის მოსახლეობის დიდ ნაწილთან კონსულტაციების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია, მონაწილეობას ვიღებ თიანეთის მერის არჩევნებში! მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც სურს ჩემი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ისე სხვა ნებისმიერი, მათ შორის ფინანსური სახით!“- წერს მეჭიაური და საარჩევნო შტაბის მისამართს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“...
1 აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი. საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ,...
ზუგდიდში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. დევნილთა სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, კომისიამ განსაზღვრა, რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები ექვემდებარებიან მათი ინფორმაციით, სააგენტო, მიმდინარე წელს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 600 დევნილ ოჯახს გადასცემს. „ერთოთახიან ბინებზე მონიტორინგი უტარდებათ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6 ან მეტი ქულა,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ