დაბა ქედაში, #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

470

დაბა ქედაში, #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. მოხდება ფასადის შეკეთება, გათბობის სისტემის მონტაჟი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

სამუშაოებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია 255 ათას ლარად ახორციელებს და ის ახალი სასწავლო წლისთვის უნდა დასრულდეს.