ხელვაჩაურში 2 სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება

505

ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შესწავლა გრძელდება. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს სტატუსის მისაღებად 100-ზე მეტმა ოჯახმა მიმართა.  მერის ინფორმაციით ოჯახებს გეოლოგები და სტიქიის შემსწავლელი სპეციალური კომისია სწავლობს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტში 2 სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლის დასაკმაყოფილებლად განცხადებასთნ ერთად, უნდა დარეგისტრირდნენ ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.