დიდუბის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 48 მოსასვენებელ სივრცეში საპარკე ინვენტარი განაახლა.
განახლდა სკამები, ურნები, საბავშვო მოედნები, დაიგო დეკორატიული ფილები და მოეწყო უსაფრთხოების მოაჯირები.
სამუშაოების ფარგლებში, 23 მისამართზე 158 ერთეული სკამი განთავსდა, 18 მისამართზე 99 ურნა დაიდგა. დეკორატიული ფილები 9 მისამართზე, 1 042 კვ.მ ფართობზე დაიგო. ამასთან, 40 მისამართზე განახლდა დაზიანებული საბავშვო მოედნები, ხოლო, 3 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 275 370 ლარი გამოიყო. დაზიანებული მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.